1. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. ამასთან, ასეთი როიალტი შეიძლება დაიბეგროს ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც იგი წარმოიქმნება და ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე. ასეთ შემთხვევაში გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს როიალტის საერთო თანხის 5 პროცენტს.
3. ამ მუხლში გამოყენებისას ტერმინი „როიალტი“ ნიშნავს ნებისმიერი სახის გადახდებს, რომლებიც მიიღება ანაზღაურების სახით ლიტერატურული, ხელოვნების ან მეცნიერების ნებისმიერი ნაწარმოების, კომპიუტერული პროგრამების, კინემატოგრაფიული ფილმების და რადიო ან სატელევიზიო მაუწყებლობისათვის განკუთვნილი ფილმებისა და ჩანაწერების, მაუწყებლობისათვის განკუთვნილი ფილმებისა და ჩანაწერების, საზოგადოებისათვის სატელიტური, საკაბელო, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ან მსგავსი ტექნოლოგიით გადაცემის, ნებისმიერი პატენტის, სავაჭრო მარკის, დიზაინის ან მოდელის, გეგმის, საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ან ნებისმიერი სამრეწველო, კომერციული, ან სამეცნიერო აღჭურვილობის გამოყენების ან გამოყენების უფლების, ან სამრეწველო, კომერციული ან სამეცნიერო გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით გამოყენების ან გამოყენებაზე საავტორო უფლების მიცემისათვის.
4. 1-ლი და მე-2 პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ფაქტობრივი მფლობელი, როგორც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს კომერციულ საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიქმნება როიალტი, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ეწევა ამ მეორე სახელმწიფოში დამოუკიდებელ პირად მომსახურებას, იქ არსებული ფიქსირებული ბაზის მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლის მიმართაც გადაიხდება როიალტი, ნამდვილად არის დაკავშირებული ამ მუდმივ დაწესებულებასთან ან ფიქსირებულ ბაზასთან. იმ შემთხვევაში, გარემოებათა შესაბამისად, გამოიყენება მე-7 ან მე-15 მუხლების დებულებები.
5. ითვლება, რომ როიალტი წარმოიქმნება ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე. თუ როიალტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გააჩნია ხელშემკვრელ სახელმწიფოში მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, რომლებთან დაკავშირებითაც წარმოიქმნა დავალიანება, რომელზეც გადაიხდება როიალტი და ამ როიალტის გადახდის ხარჯებს ეწევა ასეთი მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა, მაშინ ითვლება, რომ ასეთი როიალტი წარმოიქმნება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება ან მუდმივი ბაზა.
6. თუ გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ან მათ და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან და ინფორმაციასთან, რომელთა საფუძველზეც იგი გადაიხდება, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ფაქტობრივ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არ არსებობისას. მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახადის ნამეტი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინები