1. მე-17, მე-19, მე-20, 21-ე და 22-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ერთი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებული შრომით მიღებული ხელფასი და სხვა მსგავსი ანაზღაურებანი, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ დაქირავებული მუშაობა არ ხორციელდება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებული მუშაობა ხორციელდება ასეთი სახით, ამგვარად მიღებული ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. 1-ლი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებული მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველ სახელმწიფოში, თუ:
a) მიმღები იმყოფება მეორე სახელმწიფოში პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში, რომელიც საერთო ჯამში არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ კალენდარულ წელში;
b) ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ ან დამქირავებლის სახელით, რომელიც არ წარმოადგენს ამ მეორე სახელმწრფოს რეზიდენტს;
c) ანაზღაურების გაცემაზე ხარჯებს არ იღებს მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ბაზა, რომლებიც დამქირავებელს გააჩნია ამ მეორე სახელმწიფოში.
3. ამ მუხლის წინა დებულების მიუხედავად, ანაზღაურება, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე, საავტომობილო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე განხორციელებულ დაქირავებულ მუშაობასთან დაკავშირებით, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილ