1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია მე-6 მუხლში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც შეადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს ან შემოსავლები ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე ფიქსირებული ბაზის კუთვნილი მოძრავი ქონების გასხვისებიდან, ომელიც განკუთვნილია დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გასაწევად, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთობლივად) ან ასეთი ფიქსირებული ბაზის გასხვისებიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. შემოსავლები, რომლებიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდების, საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტის ან ასეთი საზღვაო ან საჰაერო ხომალდების, საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტის ან ასეთი საზღვაო ან საჰაერო ხომალდების, საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც განთავსებულია საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.

4. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებულია აქციებთან ან კომპანიის სხვა კორპორაციულ უფლებებთან, რომელთა აქტივები მთლიანად ან ძირთიადად შედგება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებისაგან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

5. შემოსავლები ნებისმიერი სხვა ქონების გასხვისებიდან; გარდა იმისა, რომელზეც ლაპარაკია 1-4 პუნქტებში, დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირ