1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. შემოსავალი, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდების, სახმელეთო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციას, იღებს ასეთი საზღვაო ან საჰაერო ხომალდების, სახმელეთო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების გასხვისებით ან ასეთი საზღვაო ან საჰაერო ხომალდების, სახმელეთო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ აქციების ან მსგავსი უფლებების, როგორიც არის წილები ამხანაგობაში ან ტრასტში, გასხვისებით მიღებული შემოსავალი, შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ნებისმიერ დროს გასხვისებამდე 365 დღის განმავლობაში, ამ აქციების ან მსგავსი უფლებების ღირებულების 50 პროცენტზე მეტი, პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოქმნილი იყო მე-6 მუხლით განსაზღვრული, ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან.

5. პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირ