1. მე-14 მუხლის დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, მე-14 მუხლის დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
3. პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გავრცელდება იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან, თუ ამგვარი ვიზიტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში სრულიად ან უმეტესად (50%-ზე მეტი) ფინანსდება ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს საჯარო ფონდებიდან. ასეთ შემთხვევაში, შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენ