1. ამ შეთანხმების მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და 15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
3. პირველი და მეორე პუნქტის დებულებები არ გავრცელდება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ხელოვნების მუშაკებისა და სპორტსმენების მიერ განხორციელებული საქმიანობებიდან მიღებულ შემოსავლებზე, თუ ვიზიტი ამ სახელმწიფოში სრულად ან ძირითადად განხორციელდა ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ადგილობრივი ორგანოების ან საჯარო სამართლის სუბიექტების სახელმწიფო სახსრების მხარდაჭერით. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტიც არის ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენ