1. საქართველოში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:
a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს სინგაპურში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც სინგაპურში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
ასეთი გამოქვითვა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს სინგაპურში;
b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი.
2. სინგაპურში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:
როდესაც სინგაპურის რეზიდენტი იღებს შემოსავალს საქართველოდან, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, სინგაპური დაუშვებს, სინგაპურის გარდა ნებისმიერ ქვეყანაში გადასახდელი გადასახადების სინგაპურის გადასახადებთან მიმართებით გამოქვითვასთან დაკავშირებული სინგაპურის სამართლის გათვალისწინებით, ამ რეზიდენტის შემოსავლებზე გადასახდელი სინგაპურის გადასახადების მიმართ საქართველოს გადასახადის პირდაპირ ან გამოქვითვის სახით გათვალისწინებას. როდესაც ამგვარი შემოსავალი არის დივიდენდი, გადახდილი საქართველოს რეზიდენტი კომპანიის მიერ სინგაპურის რეზიდენტი კომპანიისათვის, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს პირველად ხსენებული კომპანიაში წილის არანაკლებ 10 პროცენტს, გამოქვითვისას მოხდება კომპანიის მოგების იმ ნაწილზე გადახდილი საქართველოს გადასახადის გათვალისწინება, საიდანაც ხდება დივიდენდის გადახდა. ასეთი გამოქვითვა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს შემოსავლის სახის შესაბამის სინგაპურის გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებულ