1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ადგილობრივი ორგანო ან საჯარო სამართლის სუბიექტი უხდის ფიზიკური პირს ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ადგილობრივი ორგანოს ან საჯარო სამართლის სუბიექტისთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:

(i)არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან

(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.

2. a) მიუხედავად პირველი პუნქტის დებულებებისა, პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ან საჯარო სამართლის სუბიექტის მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან, ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ან საჯარო სამართლის სუბიექტისთვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b) ამასთან, ასეთი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და ნაციონალურ პირს.

3. ამ შეთანხმების მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებები ვრცელდება ხელფასზე, გასამრჯელზე, სხვა მსგავს ანაზღაურებასა და პენსიებზე, რომლებიც დაკავშირებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ან საჯარო სამართლის სუბიექტის მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთა