1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, გარდა შემდეგი შემთხვევებისა, როდესაც ის ასევე შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში:

a)  თუ ამ პირს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ბაზა თავისი საქმიანობის განსახორციელებლად; ამ შემთხვევაში, შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, მაგრამ შემოსავლის მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ ფიქსირებულ ბაზას; ან

b)  თუ პირის მეორე სახელმწიფოში ყოფნის პერიოდის ან პერიოდების საერთო ხანგრძლივობა აღემატება 183 დღეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში; ამ შემთხვევაში შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, მაგრამ შემოსავლის მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიღებულია ამ მეორე სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან.

2. ტერმინი „პროფესიული მომსახურება“ მოიცავს, კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობა