1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზე.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის, საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება ასევე მოიცავს:
a) ცარიელი საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების იჯარით გაცემიდან მიღებულ მოგებას; და
b) კონტეინერების (ტრაილერებისა და კონტეინერების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოწყობილობების ჩათვლით) გამოყენებით, შენახვით ან იჯარით გაცემით მიღებულ მოგებას;
როდესაც ამგვარად იჯარით გაცემა ან ამგვარი გამოყენება, შენახვა ან იჯარით გაცემა საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატაციისას ატარებს დამატებით ხასიათ