1. ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.

2. შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, ან შემოსავლის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით.

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:

a) საქართველოს შემთხვევაში:

(i) მოგების გადასახადი;

(ii) საშემოსავლო გადასახადი;

(შემდგომში „საქართველოს გადასახადი“).

b) სინგაპურის შემთხვევაში:

(i) საშემოსავლო გადასახადი

(შემდგომში „სინგაპურის გადასახადი“).

4. ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად ანალოგიურ გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დაწესებულია არსებულ გადასახადებზე დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთ შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობებში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე