1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით.
2. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში კუთვნილი მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე ამ მეორე სახელმწიფოს იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ.
3. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებდეს მიანიჭოს:
a) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს საგადასახადო მიზნებისათვის რაიმე სახის პირადი შეღავათი, გათავისუფლება ან შემცირება; ან
b) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალურ პირებს საგადასახადო მიზნებისათვის იმ სახის პირადი შეღავათი, გათავისუფლება ან შემცირება, როგორსაც ის ანიჭებს თავის საკუთარ ნაციონალურ პირებს, რომლებიც არ არიან მისი რეზიდენტები, ან ამგვარ სხვა პირებს, როგორც შეიძლება იქნეს განსაზღვრული ამ სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობით.
4. იმ შემთხვევების გარდა, რომლებზეც ამ შეთანხმების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის ან მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის დებულებები ვრცელდება, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იმავე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში.
5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.
6. როდესაც თავისი ნაციონალური პოლიტიკისა და კრიტერიუმების შესაბამისად, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფო ანიჭებს საგადასახადო შეღავათებს თავის ნაციონალურ პირებს, ეს ქმედება არ განიხილება როგორც დისკრიმინაცია ამ მუხლის მიზნებისათვის.
7. ამ მუხლის დებულებები გავრცელდება გადასახადებზე, რომლებსაც ეხება ეს შეთანხმებ