1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს აცნობებენ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ.
2. ეს შეთანხმება ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან და მისი დებულებები იმოქმედებენ:
a) საქართველოს შემთხვევაში:
i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;
ii) შემოსავალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.
b) სინგაპურის შემთხვევაში:
გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება შეფასების ნებისმიერ წელს, რომელიც იწყება შეთანხმების ძალაში შესვლის წლის შემდეგი მეორე კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მას შემდე