ეს შეთანხმება ძალაშია, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს შეთანხმება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება წყვეტს მოქმედებას:

a) საქართველოს შემთხვევაში:

i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომელიც მიღებული იქნება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

ii) შემოსავალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b) სინგაპურის შემთხვევაში:

გადასახადების მიმართ, რომელთა დაკისრება ხდება შეფასების ნებისმიერ წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის შემდეგი მეორე კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მას შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია 2009 წლის 17 ნოემბრის ქ. ნიუ-იორკში, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ორ ტექსტს შორის განსხვავებების შემთხვევაში, საკითხი გადაწყდება ინგლისური ტექსტის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის                          სინგაპურის რესპუბლიკის

სახელით                                            სახელით

ხელმოწერილია                                            ხელმოწერილია

ოქმი

საქართველოს მთავრობასა და სინგაპურის რესპუბლიკის მთავრობას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს:

1. ამ შეთანხმებასთან მიმართებაში:

a) საქართველოს შემთხვევაში ტერმინი „პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფები“ საქართველოს შემთხვევაში ნიშნავს „ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულებს“;

b) სინგაპურის შემთხვევაში ტერმინი „საჯარო სამართლის სუბიექტი“ ნიშნავს საჯარო სამართლის საფუძველზე შექმნილ ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქმიანობას, რომელიც სხვა შემთხვევაში განხორციელდებოდა სინგაპურის რესპუბლიკის მთავრობის მიერ.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის e) ქვეპუნქტთან მიმართებაში:

ტერმინი „კომპანია” საქართველოს შემთხვევაში მოიცავს საწარმოს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული წარმონაქმნი.

3. 21-ე მუხლთან მიმართებაში, პუნქტი 3 გავრცელდება:

a) სინგაპურის შემთხვევაში:

i) სინგაპურის შემოსავლებზე გადასახადის აქტით განსაზღვრული „დამატებითი საპენსიო სქემის“ ფარგლებში არსებული ანგარიშიდან თანხის გატანა;

b) საქართველოს შემთხვევაში:

i) შემოსავალზე, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირი იღებს აზარტული თამაშებიდან და ლატარიებიდან; და

ii) საქართველოს ნებისმიერი სქემის ფარგლებში არსებული ანგარიშიდან თანხის ატანა, თუ ეს სქემა არ არის კერძო შემნახველი სქემა და ანალოგიურია ან მსგავსი სინგაპურის „დამატებითი საპენსიო სქემისა“.

4. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით:

ხელშემკვრელ სახელმწიფოს გარეთ მყოფი პირის მიერ ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს გარეთ მყოფი მეორე პირისათვის გადახდილი პროცენტის გამოქვითვის დაშვების მიზნით, არაფერი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკრძალება პროცენტის ამგვარ გადახდაზე წყაროსთან გადასახადის დაკავებაზე ვალდებულების დაწესება.

5. 25-ე მუხლთან მიმართებით:

იმ შემთხევევაში, თუ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის დღეს ან მის შემდგომ სინგაპურის მხარე დაასრულებს შეთანხმების 25-ე მუხლის ქვემოაღნიშნული რედაქციის დებულებების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს, სინგაპურის მხარე ამის შესახებ შეატყობინებს საქართველოს მხარეს დიპლომატიური არხებით. შედეგად, არსებული 25-ე მუხლი ჩამოყალიბდება ქვემოაღნიშნული ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში შევა ასეთი შეტყობინების მიღებიდან 30 დღეში. ამ დრომდე ორივე მხარე აღიარებს 25-ე მუხლის არსებული რედაქციის მოქმედებას.

„1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელსაც მიიჩნევენ საჭიროდ ამ შეთანხმების დებულებების შესასრულებლად ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით ხელშემკვრელი სახელმწიფოების ან მათი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მეორე მუხლებით.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს სხდომაზე ან სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების დროს.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:

a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედ კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;

c) გასცეს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს).

4. თუ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მოითხოვს ინფორმაციას ამ მუხლის შესაბამისად, მეორე სახელმწიფომ უნდა მოიძიოს მოთხოვნილი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებულ ვალდებულებაზე მე-3 პუნქტის შეზღუდვები გავრცელდება, მაგრამ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია შიდასახელმწი-ფოებრივი ინტერესებისთვის არ ესაჭიროება.

5. მე-3 პუნქტის მოთხოვნები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, ან უფლებამოსილი წარმომადგენლის სტატუსის მქონე პირის განკარგულებაშია, ან იგი დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთან.“.

რის დასტურადაც ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია 2009 წლის 17 ნოემბერს ქ. ნიუ-იორკში, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ორ ტექსტს შორის განსხვავებების შემთხვევაში საკითხი გადაწყდება ინგლისური ტექსტის საფუძველზე

საქართველოს მთავრობის                          სინგაპურის რესპუბლიკის

სახელით                                            სახელით

ხელმოწერილია                                    ხელმოწერილ