1. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ მეორე სახელმწიფოს ნაციონალურ პირები, იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენციის თვალსაზრისით.

2. მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც წარმოადგენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტებს, არც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას, ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ სახელმწიფოთა ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ
, რეზიდენციის თვალსაზრისით.

3. იმ მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა, რომელიც ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე ამ მეორე სახელმწიფოს საწარმოს დაბეგვრა იგივე საქმიანობის განხორციელების დროს.

4. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოიყენება ამ შეთანხმების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 21-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებები, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება გამოქვითვას იმავე პირობებით, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში. ანალოგიურად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი დავალიანება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით, უნდა დაექვემდებაროს გამოქვითვას იმავე პირობებით, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის შემთხვევაში.

5. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომლის კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის, ან პირდაპირ ან ირიბად კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებაროს განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარება ან შეიძლება დაექვემდებაროს პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.

6. ამ მუხლში შემავალი დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ისინი რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ავალდებულებდეს ამ სახელმწიფოს არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს მიანიჭოს ისეთი საგადასახადო შეღავათი, შეუმცირონ გადასახადი, რომელსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს ან მოქალაქეებს.

7. ამ მუხლის დებულებები გამოიყენება იმ გადასახადებზე, რომლებიც განხილულია ამ შეთანხმებაშ