1. ეს შეთანხმება ძალაშია განუსაზღვრელი ვადით და შეიძლება შეწყვეტილ იქნეს თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მისი ძალაში შესვლის დღიდან ხუთი წლის გასვლის შემდეგ, კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე 6 თვით ადრე დიპლომატიური არხებით შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს წერილობითი შეტყობინებით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას:

a) საქართველოში:

დადგენილ გადასახადებზე ამგვარი შეტყობინების შემდეგი საფინანსო წლიდან, რომელიც იწყება კალენდარული წლის 1 იანვრიდან ან მის შემდეგ.

b) გაერთიანებულ სამეფოში:

(
i) საშემოსავლო გადასახადსა და ქონების ნამეტ ღირებულებაზე გადასახადზე ამგვარი შეტყობინების შემდეგი კალენდარული წლის 6 აპრილიდან ან მის შემდეგ;

(
ii) კორპორაციულ გადასახადზე ამგვარი შეტყობინების შემდეგი ფინანსური წლიდან, რომელიც იწყება კალენდარული წლის პირველი აპრილიდან ან მის შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2004 წლის 13 ივლისს, ქ. ლონდონში, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილი