1. ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების თანახმად, როდესაც რომელიმე შემოსავალი ან მოგება ხელშემკვრელ სახელმწიფოში გათავისუფლებულია გადასახადიდან და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად, პირი, რომელიც დაკავშირებულია ამ შემოსავალთან ან მოგებებთან, ექვემდებარება დაბეგვრას მეორე ქვეყანაში გადაგზავნილ ან მიღებულ თანხაზე და არა მთლიან თანხაზე, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში ამ შეთანხმებით ნებადართულ შეღავათს მიიღებს შემოსავლის ან მოგებების მხოლოდ იმ ოდენობის მიმართ, რა ოდენობაც იბეგრება მეორე სახელმწიფოში.

2. ამ შეთანხმების ნებისმიერი სხვა მუხლის დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც უცხოური ინვესტიციების წახალისების შესახებ ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ამ სახელმწიფოში შემოსავალზე ან კაპიტალის ნამატზე არ ექვემდებარება ან შემცირებული განაკვეთით ექვემდებარება დაბეგვრას, არ გათავისუფლდება გადასახადებისაგან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ, ან არ მიიღებს მისგან ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ საგადასახადო შეღავათებს, თუ ამ რეზიდენტის ან მასთან დაკავშირებული პირის მთავარი ან ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათების მიღებ