1. a) ხელფასი, გასამრჯელო და მსგავსი ანაზღაურება, პენსიის გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს, ამ სახელმწიფოს, ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს, რომელიც:
(
i) არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე; ან
(
ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი, მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
2. a) ნებისმიერი პენსია, რომლის გადახდა ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ფიზიკური პირისათვის, ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი პენსია იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და მოქალაქეს.
3. ამ შეთანხმების მე-14, მე-15, მე-16, და მე-17 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასების, გასამრჯელოს, სხვა მსგავსი ანაზღაურებისა და პენსიების მიმართ, ხელშემკვრელი სახელმწიფოს, ან მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირები