1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმების მე-6 მუხლში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი გასხვისებიდან:
a) აქციების, იმ აქციების გარდა, რომლებით ვაჭრობა აღიარებულ საფონდო ბირჟებზე მიმდინარეობს მნიშვნელოვანი მოცულობით და რეგულარულად, რომლებიც თავიანთ ღირებულებას ან ღირებულების ნაბევარზე მეტს, პირდაპირ ან ირიბად, იღებენ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებული უძრავი ქონებიდან; ან
b) პროცენტის, ამხანაგობაში ან ტრასტში, რომლის ქონება ძირითადად შედგება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განთავსებული უძრავი ქონებიდან, ან ამ პუნქტის a) ქვეპუნქტში ხსენებული აქციებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. შემოსავალი იმ მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც ქმნის ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
4. შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლუატირებული გემების ან საჰაერო ხომალდების, ან ასეთი გემების ან საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
5. შემოსავლები, ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.
6. ამ მუხლის დებულებებმა გავლენა არ უნდა იქონიონ ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებაზე, მისი კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგროს იმ პირის ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არის იმ სახელმწიფოს რეზიდენტი იმ საფინანსო წლის ნებისმიერ დროს, როდესაც მოხდა ქონების გასხვისება, ან იყო მისი რეზიდენტი იმ წლის უშუალოდ წინა ექვსი წლის ნებისმიერი დროის განმავლობაშ