1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმების მე-6 მუხლში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი მოიცავს შემოსავლებს აქციებიდან (ფასიანი ქაღალდების ჩათვლით), გარდა აღიარებულ საფონდო ბირჟაზე კვოტირებული აქციებისა, რომელთა ღირებულების 50 პროცენტზე მეტი პირდაპირ თუ არაპირდაპირ წარმოქმნილია ამ მეორე სახელმწიფოში მდებარე ქონებიდან.

3. შემოსავლები, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული შემოსავლების გარდა, მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს შემოსავლები, რომლებიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.

5. ამ მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, ნებისმიერი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავლები იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დებულებები გავლენას ვერ მოახდენენ ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებაზე, მისი კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგროს იმ ფიზიკური პირის მიერ ნებისმიერი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავლები, რომელიც წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და რომელიც იყო პირველი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ქონების გასხვისებამდე, უშუალოდ წინა სამი წლის განმავლობაში, ნებისმიერ დრო