1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ან მისი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს ან ადგილობრივი ორგანოს მიმართ გაწეული სამსახურისთვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულია ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:

(i) არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე; ან

(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.

2. a) ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, პენსია და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ამ სახელმწიფოს ან მისი ორგანოს მიმართ გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b) ამასთან, ამგვარი პენსია და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და მოქალაქეს.

3. ამ შეთანხმების მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასის, გასამრჯელოს, პენსიებისა და სხვა მსგავსი ანაზღაურებების მიმართ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ სამსახურთან დაკავშირები