1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების გასხვისებიდან, როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმების მე-6 მუხლში, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. შემოსავლები იმ მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ამ მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებით მიღებული შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

3. შემოსავლები, რომელიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებიდან, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.

4. შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან, ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის დებულებებმა გავლენა არ უნდა იქონიონ ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებაზე, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, დაბეგროს იმ პირის მიერ საწარმოს აქციების გასხვისებიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და იყო პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ხუთი წლის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ უსწრებდა წინ ქონების გასხვისება