1. ამ შეთანხმების მე-7 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-17 და მე-14 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
3. ამ მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ხელოვნების მუშაკების ან სპორტსმენების მიერ მიღებული შემოსავლების მიმართ, თუ მათი ვიზიტი ამ სახელმწიფოში მთლიანად ან ძირითადად განხორციელდა მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების საზოგადოებრივი ფონდების, ან იმ ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომლებიც აღიარებულები არიან, როგორც არამომგებიანი ორგანიზაციები ან თუ ამგვარი საქმიანობა ხორციელდება ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის კულტურული თანამშრომლობის სფეროში გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში შემოსავალი იბეგრება მხოლოდ იმ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ეს პირ