1. მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, როგორიცაა თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს, არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელიც მიიღება ამ მუხლით განსაზღვრული საქმიანობიდან, თავისუფლდება გადასახადიდან იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც ხორციელდება ასეთი საქმიანობა, თუ ამ სახელმწიფოში ხელოვნების მუშაკის, მუსიკოსის ან სპორტსმენის ვიზიტი მთლიანად ან ძირითადად ფინანსდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ, ან, თუ ეს საქმიანობა ხორციელდება ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის კულტურის ან სპორტის სფეროში დადებული ხელშეკრულებების ფარგლებშ