1. სტუდენტის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მიერ მიღებული ანაზღაურება, თუ იგი განკუთვნილია მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, არ იბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ ამ ანაზღაურების წყარო მდებარეობს პირველად ხსენებული სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
2. ანალოგიურად, მასწავლებლის ან ინსტრუქტორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ სწავლების ან სამეცნიერო კვლევის მიზნით, მიერ მიღებული ანაზღაურება გათავისუფლდება გადასახადისაგან პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არაუმეტეს ორწლიანი პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში სწავლების, ან სამეცნიერო კვლევის სფეროში მის მიერ გაწეული პირადი მომსახურებიდან მიღებულ ანაზღაურებაზე, თუ ამ ანაზღაურების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტის დებულებები ეხება კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ შემოსავალს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირის მიერ ამგვარი კვლევა ტარდება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არა კერძო პირის ან პირების პირადი გამორჩენის მიზნით.
4. სტუდენტის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მიერ დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება, რომელიც წარმოიშობა პირველად ხსენებულ სახელმწიფოში კალენდარული წლის მანძილზე არაუმეტეს 183 დღის პერიოდის ან პერიოდების განმავლობაში მისი დასაქმების შედეგად, თუ ეს დასაქმება ემსახურება მის მიერ განათლების მიღების პროცესში პრაქტიკული გამოცდილების შეძენას, არ იბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოშ