1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორვე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ შეთანხმების დებულებების საწინააღმდეგოდ, მას შეუძლია, თავისი უფლებების დაცვის ამ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომებისაგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს; ან, თუ მისი საკითხი ექვემდებარება 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებას, იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს ამ შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.
2. კომპეტენტური ორგანო, თუ ის განცხადებას დასაბუთებულად ჩათვლის და თუ მას საკითხის დასაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად არ შეუძლია, უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ოროგანოსთან შეთანხმებით გადაწყვიტოს საკითხი ამ შეთანხმებასთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დროითი შეზღუდვების მიუხედავად. გადასახადის გადამხდელმა უნდა მოითხოვოს ამგვარი ერთობლივი შეთანხმების შედეგად განსაზღვრული არასწორად დარიცხული თანხის უკან დაბრუნება ერთობლივი შეთანხმების თაობაზე საგადასახადო ადმინისტრაციისაგან შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში.
3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან დაძლიონ ეჭვები, რომლებიც წარმოიშობა შეთანხმების განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ შეუძლიათ, აგრეთვე, ერთმანეთთან კონსულტაციები აწარმოონ შეთანხმებით გაუთვალისწინებელ საკითხებზე.
4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, წინა პუნქტების გაგებაში შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ მათი ან მათი წარმომადგენლების მონაწილეობით შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებითა