ეს შეთანხმება ძალაშია ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მის შეწყვეტამდე. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მისი ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე არაუგვიანეს 6 თვით ადრე შეთანხმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში ეს შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას საგადასახადო წლებისა და პერიოდებისათვის იმ კალენდარული წლის დასრულების შემდეგ, რომელშიც შეწყვეტის შესახებ შეტყობინება იქნა გაცემული.

რის დასტურადაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია 2007 წლის 21 ნოემბერს ქ. თბილისში, ორ პირად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს სახელით

ფინანსთა მინისტრი

ნიკა გილაური

თურქეთის რესპუბლიკის სახელით

სახელმწიფო მინისტრი

ქურშად თუზმენი

ოქმი

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერის დროს ხელმომწერნი შეთანხმდნენ შემდეგ დებულებებზე, რომლებიც წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

მე-10 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებაში:

გასაგებია, რომ თურქეთის შემთხვევაში ტერმინი „დივიდენდი“ მოიცავს საინვესტიციო ფონდიდან და საინვესტიციო ტრასტიდან მიღებულ შემოსავლებს.

რის დასტურადაც ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შედგენილია 2007 წლის 21 ნოემბერს ქ. თბილისში, ორ პირად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. სამივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს სახელით

ფინანსთა მინისტრი

ნიკა გილაური

თურქეთის რესპუბლიკის სახელით

სახელმწიფო მინისტრი

ქურშად თუზმე