1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები წერილობით აუწყებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ. ეს შეთანხმება ძალაში შევა უკანასკნელი ამგვარი შეტყობინების დღიდან.
2. ამ შეთანხმების დებულებები ამოქმედდება:
a) წყაროსთან დასაკავებელ გადასახადებზე, თანხებზე, რომლებიც გადაიხდება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ, და
b) სხვა გადასახადების მიმართ, საგადასახადო წლებისათვის, დაწესებული ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მის შემდე