1. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად, წარსულში მუშაობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურებები, აგრეთვე ანუიტეტები იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ფარგლებში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი ნებისმიერი პენსია და სხვა ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.
3. ტერმინი „ანუიტეტი“ ნიშნავს თანხის დადგენილ ოდენობას, რომლის გადახდა ხდება პერიოდულად, დადგენილ დროს სიცოცხლის განმავლობაში, ან დროის გარკვეულ, ან დადგენილი პერიოდის მანძილზე, იმ პირობით, რომ გადახდის სანაცვლოდ მოხდება მისი ადეკვატური და სრული კომპენსაცია ნაღდი ფულით ან შესაბამისი ფასეულობი