1. სოციალური დაცვის კანონმდებლობის ფარგლებში გაცემული პენსიები და ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისთვის გადახდილი ანუიტეტები შეიძლება დაიბეგროს პირველადხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2.   ტერმინი „ანუიტეტი” ნიშნავს თანხის დადგენილ ოდენობას, რომლის გადახდა ხდება პერიოდულად, განსაზღვრულ დროს სიცოცხლის განმავლობაში, ან დროის გარკვეული ან დადგენილი პერიოდის მანძილზე, იმ პირობით, რომ გადახდის სანაცვლოდ მოხდება მისი ადეკვატური და სრული კომპენსაცია ნაღდი ფულით, ან შესაბამისი ფასეულობი