1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ, საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო და საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
საჰაერო სატრანსპორტო კონსორციუმის „სკანდინავიის ავიახაზების სისტემის” (SAS) მიერ მიღებული შემოსავლების მიმართ, პირველი პუნქტის დებულებები გავრცელდება შემოსავლების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც შეესაბამება ამ კონსორციუმში შვედური პარტნიორის წილობრივ მონაწილეობას.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ აქციების გასხვისებით მიღებული შემოსავალი, რომლის ღირებულების 50%-ზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიშვება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
5. ამ მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.
6. მიუხედავად მე-5 პუნქტის დებულებებისა, შემოსავლები ქონების გასხვისებიდან, მიღებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისაგან, რომელიც შემდგომში გახდა მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, შეიძლება დაიბეგროს პირველადხსენებულ სახელმწიფოში, თუ ქონების გასხვისება განხორციელდა, პირის მიერ პირველადხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტობის შეწყვეტის შემდეგ ათი წლის განმავლობაშ