1. საერთაშორისო გადაზიდვებში, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციიდან მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. საჰაერო სატრანსპორტო კონსორციუმის „სკანდინავიის ავიახაზების სისტემის” (SAS) მიერ მიღებული მოგების მიმართ, პირველი პუნქტის დებულებები გავრცელდება მოგების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც შეესაბამება ამ კონსორციუმში შვედური პარტნიორის წილობრივ მონაწილეობას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ასევე ვრცელდება პულში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზ