1. ეს კონვენცია ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.
2. შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.
3. გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია:
a) საქართველოს შემთხვევაში:
(i) მოგების გადასახადი;
(ii) საშემოსავლო გადასახადი; და
(iii) ქონების გადასახადი;
(შემდგომში „საქართველოს გადასახადი”).
b) შვედეთის შემთხვევაში:
(i) ეროვნული საშემოსავლო გადასახადი (den statliga inkomstskatten);
(ii) წყაროსთან დასაბეგრი გადასახადი დივიდენდებზე (kupongskatten);
(iii) არარეზიდენტის საშემოსავლო გადასახადი (den sarskilda inkomstskatten for utomlands bosatta);
(iv) არარეზიდენტი ხელოვნების მუშაკებისა და სპორტსმენების საშემოსავლო გადასახადი (den särskilda inkomstskatten for utomlands bosatta artister m.fl.);
(v) მუნიციპალური საშემოსავლო გადასახადი (den kommunala inkomstskatten), და
(vi) წმინდა ქონების გადასახადი (den statliga förmögenhetsskatten)
(შემდგომში „შვედეთის გადასახადი”).
4. კონვენცია ასევე გავრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად ანალოგიურ გადასახადებზე, რომლებიც ამ კონვენციის ხელმოწერის შემდეგ დაწესდება მე-3 პუნქტში განსაზღვრული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე