1. ეს კონვენცია ვრცელდება პირებზე, რომლებიც არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით აღიარებული ფისკალურად გამჭვირვალე პირის მიერ ან მისი მეშვეობით მიღებული შემოსავალი, ჩაითვლება იმ სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მიღებულ შემოსავლად, რომელ სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობითაც შემოსავლების ეს სახე გაიგივებულია რეზიდენტის მიერ მიღებულ შემოსავალთა