1. ეს კონვენცია ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ან ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.

2. შემოსავლებზე ან კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოს მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია:

a)  საქართველოს შემთხვევაში:

i) მოგების გადასახადი;

ii)  საშემოსავლო გადასახადი; და

iii)  ქონების გადასახადი;

(შემდგომში „საქართველოს გადასახადი”);

b) პორტუგალიის შემთხვევაში:

i)  ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი (Imposto sobre o Rendimento das Pessoas Singulares – IRS);

ii) მოგების გადასახადი (Imposto sobre o Rendimento das Pessoas Colectivas – IRC); და

iii) დამატებითი გადასახადებიმოგების გადასახადზე (Derramas);

(შემდგომში „პორტუგალიის გადასახადი”).

4. ეს კონვენცია ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად ანალოგიურ გადასახადებზე, რომლებიც ამ კონვენციის ხელმოწერის შემდეგ დაწესდება არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობებში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.

თავი II

განსაზღვრება