1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

a) ტერმინი „საქართველო” ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

b) ტერმინი „პორტუგალია” რომელიც გეოგრაფიული მნიშვნელობით გამოყენებისას, საერთაშორისო სამართლისა და პორტუგალიის ეროვნული სამართლის შესაბამისად აღნიშნავს პორტუგალიის ტერიტორიას, მათ შორის ტერიტორიულ წყლებს, ისევე როგორც ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, რომელიც მოიცავს ფსკერსა და წიაღს, რომლის მიმართაც პორტუგალიას შეუძლია განახორციელოს სუვერენული  უფლებები და იურისდიქცია;

c)  ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფო” და “მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან პორტუგალიას, კონტექსტის შესაბამისად;

d) ტერმინი „გადასახადი” ნიშნავს საქართველოს გადასახადს ან პორტუგალიის გადასახადს კონტექსტის შესაბამისად;

e) ტერმინი „პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;

f)  ტერმინი „კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული.

g) ტერმინი „ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და “მეორე ხელშემკვრელი  სახელმწიფოს  საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;

h) ტერმინი „საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას  საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლოატაცია ხდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო და საჰაერო ხომალდის ექსპლოატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;

i)  ტერმინი „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:

i)   საქართველოს შემთხვევაში: ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;

ii)  პორტუგალიის შემთხვევაში: პორტუგალიის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს, საგადასახადო სამსახურის გენერალურ დირექტორს (Director-Geral da Autoridade Tributaria e Aduaneira) ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს;

j) ტერმინი „ნაციონალური პირი” ხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:

i)  ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა ან ნაციონალობა;

ii)   ნებისმიერ იურიდიულ პირს, ან ასოციაციას, რომელსაც ასეთი სტატუსი მიღებული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის მიზნებისათვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული ტერმინების  განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმები