1. ამ შეთანხმების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ფიზიკური პირისათვის წარსულში მუშაობასთან დაკავშირებით გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, აგრეთვე ანუიტეტები იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის:
a) ტერმინი „პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება” ნიშნავს პენსიაში გასვლის შემდეგ წარსულში დასაქმების სანაცვლოდ ან წარსულში დასაქმებასთან დაკავშირებით კომპენსაციის სახით მიღებულ პერიოდულ გადახდებს;
b) ტერმინი „ანუიტეტი” ნიშნავს თანხის დადგენილ ოდენობას, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის პერიოდულად, განსაზღვრულ დროს სიცოცხლის განმავლობაში, ან დროის გარკვეული, ან დადგენილი პერიოდის მანძილზე, იმ პირობით, რომ გადახდის სანაცვლოდ მოხდება მისი ადექვატური და სრული კომპენსაცია ნაღდი ფულით, ან შესაბამისი ფასეულობი