1. ამ შეთანხმების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად, წარსულ დაქირავებით მუშაობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად და ამ შეთანხმების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების შესაბამისად, პენსიები და სხვა დახმარებები, რომელთა ანაზღაურება ხდება პერიოდულად თუ ერთდროულად, რომლებიც გაიცემა ხელშემკვრელი სახელმწიფოს სოციალური დაცვის კანონმდებლობის ან სოციალური უზრუნველყოფის მიზნით ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ შექმნილი ნებისმიერი სახელმწიფო სქემის ფარგლებში, ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოქმნილი ნებისმიერი ანუიტეტი, შეიძლება დაიბეგროს ამ სახელმწიფოში.
3. ტერმინი „ანუიტეტი“, ამ მუხლის მიზნებისათვის ნიშნავს დადგენილ თანხას, რომელსაც უხდიან ფიზიკურ პირს, პერიოდულად, დანიშნულ დროს, მისი სიცოცხლის მანძილზე, ან დროის გარკვეული ან დადგენილი პერიოდის მანძილზე, იმ პირობით, რომ გადახდის სანაცვლოდ ადეკვატური და სრული კომპენსაცია მოხდება ნაღდი ფულით ან მისი შესაბამისი ფასეულობით (გაწეული მომსახურებისაგან განსხვავებით