1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა ანაზღაურება, პენსიის გარდა, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან დაწესებულება ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, მისი ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ხელისუფლების ორგანოს მიმართ გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ფიზიკური პირი, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი:

(i) არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე; ან

(ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.

2. a) ნებისმიერი პენსია, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან ამ სახელმწიფოს, მისი ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ხელისუფლების ორგანოსათვის გაწეული სამსახურისათვის, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;

b) ამასთან, ასეთი პენსია იბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ფიზიკური პირი, თუ ის არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე.

3. ამ შეთანხმების მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 მუხლების დებულებები გამოიყენება ხელფასის, გასამრჯელოს, სხვა მსგავსი ანაზღაურებისა და პენსიების მიმართ, ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირები