1. საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ფინეთის კანონის დებულებების გათვალისწინებით (რომელიც გავლენას ვერ მოახდენს აქ მოყვანილ ზოგად პრინციპზე), ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება ფინეთში მოხდება შემდეგნაირად:

a) როდესაც ფინეთის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, ფინეთი, ამ პუნქტის b) ქვეპუნქტის შესაბამისად დაუშვებს ამ პირის ფინეთის გადასახადიდან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და ამ შეთანხმების შესაბამისად, საქართველოში გადახდილი გადასახადის ტოლი თანხის გამოქვითვას, რომელიც გაანგარიშებულია იმავე შემოსავალზე, რომლის მიმართ არის გაანგარიშებული ფინეთის გადასახადი;

b) საქართველოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ფინეთის იმ რეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი დივიდენდი, რომელიც პირდაპირ აკონტროლებს დივიდენდის გადამხდელი კომპანიის ხმის უფლების 10 პროცენტს, გათავისუფლებულია ფინეთის გადასახადისაგან.

2. საქართველოში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება მოხდება შემდეგნაირად:

როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად შეიძლება დაიბეგროს ფინეთში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ფინეთში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია. ამასთან, ასეთი გამოქვითვა არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს, რომელიც შეიძლებოდა დაბეგრილიყო ფინეთში.

3. თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, გადასახადისაგან გათავისუფლებულია ამ სახელმწიფოში, ამ სახელმწიფოს, ამის მიუხედავად, ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს შეუძლია მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალ