1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელსაც მიიჩნევენ საჭიროდ ამ შეთანხმების დებულებების განსახორციელებლად ან ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან შესრულების მიზნით ხელშემკვრელი სახელმწიფოების, მათი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მე-2 მუხლებით.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად, ისევე როგორც ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უფლებამოსილ ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებიც აღნიშნულია ამ მუხლის პირველ პუნქტში, ან ზემოთ ხსენებულის ზედამხედველობა. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ დასახელებული მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღების დროს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:

a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;

b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;

c) გასცეს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს).

4. როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ მუხლის შესაბამისად ითხოვს ინფორმაციის მიწოდებას, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო მიიღებს ზომებს მოთხოვნილი ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუნდაც ამ მეორე სახელმწიფოს ამგვარი ინფორმაცია არ ესაჭიროებოდეს თავისი საკუთარი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში აღნიშნული ვალდებულება ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ამგვარი შეზღუდვა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლებას აძლევდეს უარი თქვას ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმის გამო, რომ მას არ გააჩნია საკუთარი საგადასახადო ინტერესი ასეთი ინფორმაციის მოსაპოვებლად.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლებას აძლევდეს უარი თქვას ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია გააჩნია ბანკს, სხვა საფინანსო ინსტიტუტს, მინდობილობის მქონე პირს ან პირს, რომელიც მოქმედებს საშუამავლო სააგენტოს მეშვეობით ან რწმუნებულის სტატუსით, ან უკავშირდება პირის ქონებრივ ინტერესებ