1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს აცნობებენ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო მათი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შესახებ.

2. ეს შეთანხმება ძალაში შედის ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან 30 დღის შემდეგ, ხოლო მისი დებულებები ამოქმედდება ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში:

a) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადების მიმართ, შემოსავალზე, რომელიც მიიღება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

b) შემოსავალზე სხვა გადასახადების მიმართ, გადასახადებზე, რომლებიც გადაიხდება ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდე