1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ცვლიან იმ ინფორმაციას, რომელსაც მიიჩნევენ საჭიროდ ამ შეთანხმების დებულებების შესასრულებლად ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადმინისტრირების ან გატარების მიზნით ხელშემკვრელი სახელმწიფოების ან მათი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ ეწინააღმდეგება ამ შეთანხმებას. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მეორე მუხლებით.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე როგორც ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია და მათი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან ორგანოებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების დაკისრება ან აკრეფა, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო დევნა ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან ორგანოები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:
a) გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობას ან ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
b) მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
c) მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან სავაჭრო პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო პოლიტიკას (საზოგადოებრივ წესრიგს).
4. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო, ამ მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, წარადგენს მოთხოვნას ინფორმაციის მიწოდების შესახებ, მაშინ მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, მის ხელთ არსებული ყველა წყაროს გამოყენებით, უნდა მოიპოვოს ძიებას დაქვემდებარებული ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა ეს ინფორმაცია ამ სახელმწიფოს საგადასახადო მიზნებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მე-3 პუნქტში გათვალისწინებული შეზღუდვები ვრცელდება წინამდებარე წინადადებაში განსაზღვრულ ვალდებულებებზე, ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მეორე სახელმწიფოს ეს ინფორმაცია არ ესაჭიროება შიდასახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის.
5. მე-3 მუხლის დებულება არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს რაიმე სახით ანიჭებს ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლებას ინფორმაციის მიწოდებაზე განაცხადოს უარი იმ საფუძველზე, რომ მის მფლობელს წარმოადგენს ბანკი, ფინანსური დაწესებულება, უფლებამოსილი პირი ან წარმომადგენელი, ან მოიცავს პირის მფლობელობის ინტერესებს
მუხლი 29. ინფორმაციის გაცვლა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. საჯარო სამსახური და სახელმწიფო სტრუქტურები
- მუხლი 24. კაპიტალი
- მუხლი 25. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
- მუხლი 26. დისკრიმინაციის თავიდან აცილება
- მუხლი 27. სხვა წესები
- მუხლი 28. ურთიერთშეთანხმების პროცედურა
- მუხლი 30. დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
- მუხლი 31. ცვლილებები
- მუხლი 32. ძალაში შესვლა
- მუხლი 33. მოქმედების შეწყვეტა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 29, №0, 24.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372279/muxli-29/