1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენტობის თვალსაზრისით. ეს დებულება, ამ შეთანხმების პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არ არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პირები არ დაექვემდებარებიან მეორე სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე სახელმწიფოს რეზიდენტი პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ, რეზიდენტობის თვალსაზრისით.
3. ამ შეთანხმების, პირველი, მე-2 და მე-3 მუხლების დებულებათა მიუხედავად, არც ერთი მუხლი არ ზღუდავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებას ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი, რომელიც ამავ დროულად მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტ პირად ითვლება, შიდასახელმწიფოებრივი კანომდებლობის, რეგულირებისა და ადმინისტრაციული გამოცდილების გათვალისწინებით, გაათავისუფლოს გადასახადისაგან ან შეუმციროს გადასახადის თანხა. მიუხედავად ამისა, ამგვარი გათავისუფლება ან გადასახადის თანხის შემცირება, იმავე პროპორციით არ გამოიყენება, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირების მიერ მფლობელობაში მყოფ, კომპანიის კაპიტალის მიმართებაში.
4. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში კუთვნილი მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე სახელმწიფოში. ამ პუნქტის დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს წარმოქმნის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ვალდებულებას მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი პირი გაათავისუფლოს, შეამციროს გადასახადის თანხა ან მიანიჭოს რაიმე საგადასახადო შეღავათი მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც იგი ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.
5. იმ შემთხვევების გარდა, რომელებზეც ვრცელდება ამ შეთანხმების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის ან მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის დებულებები, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი ან სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იმავე პირობით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტთან მიმართებაში. ანალოგიურად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს ნებისმიერი ვალი მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ, ამ საწარმოს დასაბეგრი კაპიტალის განსაზღვრის მიზნით, ექვემდებარება იმავე პირობებით გამოქვითვას, როგორც ეს მოხდებოდა პირველად ხსენებული სახელმწიფოს რეზიდენტის შემთხვევაში.
6. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლირდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.
7. ამ შეთანხმების არც ერთი მუხლი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს რაიმე სახით წარმოქმნის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ვალდებულებას, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტ პირს მიენიჭოს უპირატესობა, პრივილეგია ან შეღავათი, სხვა სახელმწიფოსთან ან მის რეზიდენტთან შეთანხმების, საბაჟო ან ეკონომიკური გაერთიანების, სპეციალური შეთანხმების, თავისუფალი სავაჭრო ზონის, რეგიონალური ან ქვერეგიონალური გაერთიენების შეთანხმების, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ეხება კაპიტალის დაბეგვრას ან მოძრაობას, საფუძველზე, რომლის მხარეს შეიძლება წარმოადგენდეს პირველად ხსენებული სახელმწიფო.
8. ამ შეთანხმების დებულებები, მე-2 მუხლის დებულებათა მიუხედავად, ვრცელდება ნებისმიერი სახისა და ფორმის გადასახადებზე
მუხლი 26. დისკრიმინაციის თავიდან აცილება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. საჯარო სამსახური
- მუხლი 21. სტუდენტები
- მუხლი 22. სხვა შემოსავლები
- მუხლი 23. საჯარო სამსახური და სახელმწიფო სტრუქტურები
- მუხლი 24. კაპიტალი
- მუხლი 25. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
- მუხლი 27. სხვა წესები
- მუხლი 28. ურთიერთშეთანხმების პროცედურა
- მუხლი 29. ინფორმაციის გაცვლა
- მუხლი 30. დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და
- მუხლი 31. ცვლილებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 26, №0, 24.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372279/muxli-26/