1. a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფი ან ადგილობრივი ორგანო ან თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანო ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ სახელმწიფოს, მისი ქვედანაყოფის, ან ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტს:
i) არის ამ სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან
ii) არ გახდა ამ სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.
2. a) პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან, ამ სახელმწიფოს, მისი ქვედანაყოფის ან ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში;
b) ამასთან, ასეთი პენსია და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და ნაციონალურ პირს.
3. ამ შეთანხმების მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მუხლების დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის, თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული კომერციული საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხელფასზე, გასამრჯელოზე, სხვა მსგავს ანაზღაურებასა და პენსიებზე
მუხლი 20. საჯარო სამსახური
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. პროცენტი
- მუხლი 13. როიალტი
- მუხლი 14. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
- მუხლი 15. დამოუკიდებელი პირადი მომსახურება
- მუხლი 16. შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან
- მუხლი 18. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
- მუხლი 21. სტუდენტები
- მუხლი 22. სხვა შემოსავლები
- მუხლი 23. საჯარო სამსახური და სახელმწიფო სტრუქტურები
- მუხლი 24. კაპიტალი
- მუხლი 25. ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 20, №0, 24.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372279/muxli-20/