1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მე-7 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, მაგრამ, ამგვარად დასარიცხი გადასახადი მცირდება გადასახადი თანხის 50%-ით. (ორმოცდაათი პროცენტი).
2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების მფლობელობაში არსებული ქონების ნაწილს, ან შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული ფიქსირებული ბაზის ფლობელობაში არსებული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) ან ფიქსირებული ბაზის გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო გემებისა და საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავალი დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც მდებარეობს საწარმოს ფაქტობრივი მართვის ადგილი.
4. ამ მუხლის პირველ, მე-2, და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი
მუხლი 14. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 50%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
- მუხლი 9. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
- მუხლი 10. ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
- მუხლი 11. დივიდენდები
- მუხლი 12. პროცენტი
- მუხლი 13. როიალტი
- მუხლი 15. დამოუკიდებელი პირადი მომსახურება
- მუხლი 16. შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან
- მუხლი 18. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
- მუხლი 20. საჯარო სამსახური
- მუხლი 21. სტუდენტები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 14, №0, 24.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1372279/muxli-14/