1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ან შემოსავლები მოძრავი ქონების გასხვისებიდან, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი პირადი მომსახურების გაწევის მიზნით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულ ფიქსირებულ ბაზასთან დაკავშირებული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) ან ფიქსირებული ბაზის გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
3. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპანიის შემოსავალი, რომელიც მიიღება საერთაშორისო გადაზიდვებში ექსპლოატირებული საზღვაო და საჰაერო ხომალდების, ან მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული მოძრავი ქონების გასხვისებით, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ აქციების ან მსგავსი მონაწილეობის უფლების გასხვისებით, რომლის ღირებულების 50%-ზე მეტი პირდაპირ ან არაპირდაპირ იქმნება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონების ღირებულებიდან, მიღებული შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს იმ მეორე სახელმწიფოში.
5. ამ მუხლის 1-ლ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირ
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 16.02.2012
მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 50%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან
- მუხლი 8. საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი
- მუხლი 9. ურთიერთდამოკიდებული საწარმოები
- მუხლი 10. დივიდენდები
- მუხლი 11. პროცენტი
- მუხლი 12. როიალტი
- მუხლი 14. დამოუკიდებელი პირადი მომსახურება
- მუხლი 15. შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან
- მუხლი 17. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
- მუხლი 19. საჯარო სამსახური
- მუხლი 20. სტუდენტები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 13, №0, 16.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016102 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1681545/muxli-13/