1. ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.
3. ამ მუხლის წინა პუნქტების დებულებების მიუხედავად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ხელოვნების მუშაკებისა და სპორტსმენების მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი თავისუფლდება გადასახადისაგან ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ეს ღონისძიება გათვალისწინებულია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული გაცვლის შესახებ პროგრამის შესაბამისა
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ · რედაქცია 16.02.2012
მუხლი 17. ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. დივიდენდები
- მუხლი 11. პროცენტი
- მუხლი 12. როიალტი
- მუხლი 13. შემოსავლები კაპიტალის მატებიდან
- მუხლი 14. დამოუკიდებელი პირადი მომსახურება
- მუხლი 15. შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან
- მუხლი 19. საჯარო სამსახური
- მუხლი 20. სტუდენტები
- მუხლი 21. პროფესორები და მასწავლებლები
- მუხლი 22. სხვა შემოსავლები
- მუხლი 23. კაპიტალი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, მუხლი 17, №0, 16.02.2012, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016102 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1681545/muxli-17/