1. პროფესორის ან მასწავლებლის მიერ, რომელიც ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, უნივერსიტეტში, კოლეჯსა ან სხვა მსგავს ავტორიზებულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო ან სამეცნიერო საქმიანობის (კვლევითი სამუშაობის ჩათვლით) განხორციელებიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებული უნდა იქნეს გადასახადისგან პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ამგვარი საგანმანათლებლო ან სასწავლო საქმიანობა ხორციელდება ჩამოსვლიდან არა უმეტეს ორი წლისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულება არ გავრცელდება პროფესორებისა ან მასწავლებლების მიერ გატარებული კვლევითი სამუშაოებიდან მიღებულ ანაზღაურებაზე, თუ ასეთი კვლევა ტარდება პირის ან პირთა მიერ კერძო სარგებლის მიღების მიზნი