1. საქართველოს შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა ხორციელდება:
a) როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს უნგრეთში, საქართველო დაუშვებს:
(i)
ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც უნგრეთში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
(ii)
ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც უნგრეთში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ამასთან, ასეთი გამოქვითვა, ორივე შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება, ვითარების შესაბამისად, შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს უნგრეთში.
b) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
2. უნგრეთში ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა ხორციელდება:
a) როდესაც უნგრეთის რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც ამ შეთანხმების დებულებების თანახმად, შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, უნგრეთი, b) და c) ქვეპუნქტების დებულებათა გათვალისწიენებით, ათავისუფლებს ამ შემოსავალსა და კაპიტალს გადასახადისგან.
b) როდესაც უნგრეთის რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ შეთანხმების მე-10 მუხლის თანახმად შეიძლება დაიბეგროს საქართველოში, უნგრეთი დაუშვებს, ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც საქართველოში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია. ამასთან, ასეთი გამოქვითვა, არ უნდა აღემატებოდეს შემოსავალზე გადასახადის იმ ნაწილს, რომელიც გამოქვითვამდე იყო დაანგარიშებული და მიეწერება საქართველოში წარმოშობილ შემოსავალს.
c) თუ ამ შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, უნგრეთის რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია უნგრეთში, ამის მიუხედავად, უნგრეთს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალსა და კაპიტალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
d) ამ პუნქტის a) ქვეპუნქტის დებულება არ გამოიყენება მიღებულ შემოსავალზე ან უნგრეთში რეზიდენტის მფლობელობაში არსებულ კაპიტალზე, თუ საქართველო, ამ შეთამხმების დებულებათა შესაბამისად, ათავისუფლებს ამ შემოსავალსა და კაპიტალს გადასახადისგან ან ამგვარი შემოსავლის მიმართ გამოიყენება მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებ